3:58 PM
“მონაკო”: 25 მილიონი ევრო მარკიზიოს სანაცვლოდ



ტურინის "იუვენტუსის” ნახევარმცველი, შესაძლოა უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ამბიციურ ფრანგულ კლუბში გადაბარგდეს.

გრძელდება "მონაკოს” ხელმძღვანელობის დაინტერესება, სხვადასხვა ევროპული გრანდების მოთამაშეებით. L’Equipe ირწმუნება, რომ "მონაკო” კლაუდიო მარკიზიოს სანაცვლოდ, მზადაა 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

იტალიელ ფეხბურთელს, "ბებერი ქალბატონის” შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად, ხელს პოლ პოგბა უშლის. სწორედ ამიტომ, შესაძლოა მან სამუშაო ადგილის შეცვლაზე იფიქროს.

შეგახსენებთ, ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარკიზიოს თამაშს აგრეთვე "მანჩესტერ იუნაიტედიც” აკვირდება.

წყარო: L’Equipe

ნანახია: 319 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: