3:11 PM
მოჯი: “იუვენტუსმა” რონალდუ ხელიდან გაუშვა



მადრიდის "რეალის” ფორვარდი თავის დროზე შესაძლო იყო იტალიაში აღმოჩენილიყო.

"იუვენტუსის” ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა ლუჩანო მოჯიმ პრესას უთხრა, რომ 2003-წელს შესაძლო იყო ტურინში "რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ გადაბარგებულიყო.

"ფაქტობრივად, რონალდუსთან კონტრაქტი ხელში გვეჭირა. მან ტურინში სამედიცინო შემოწმება გაიარა, ლისაბონში კი ამ გარიგების ნაწილის სახით ჩილელ მარსელო სალასი გავუშვით. თუმცა ბოლო მომენტში სალასმა პორტუგალიაში თამაშზე უარი განაცხადა, კრიშტიანუ კი "მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა”, – განაცხადა მოჯიმ.

საინტერესოა, რომ "ინტერის” წარმომადგენლების განცხადებით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პორტუგალიელი იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა, მასთან მოლაპარაკებებს "ნერაძურიც” აწარმოებდა.

წყარო: Football Italia

ნანახია: 260 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: