9:09 PM მოიესს მოდრიჩი მოუნდა | |
![]() თუ ინგლისურ პრესას ვენდობით, "წითელი ეშმაკების” თავკაცი მადრიდის "რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველითაა დაინტერესებული. ცნობილია, რომ შოტლანდიელი სპეციალისტი 27 წლის ხორვატის დიდი ხნის თაყვანისმცემელია და მის თამაშს ჯერ კიდევ მაშინ აკვირდებოდა, როცა მოდრიჩი "ტოტენჰემის” ღირსებას იცავდა. "ემიუ” ლუკას სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტის გადახდისთვის მზადაა. როგორც ჩანს, სესკ ფაბრეგასის ვერშეძენს შემდეგ მოდრიჩი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ალტერნატიული ვარიანტია. წყარო: Guardian | |
|
სულ კომენტარები: 0 | |