2:04 PM
მოიესს “ემიუში” ფელაინის წაყვანა სურს




"მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი "ოლდ ტრაფორდზე” "ევერტონის” ერთ-ერთი ლიდერის, მარუან ფელაინის გადაყვანას აპირებს.

როგორც ინგლისური პრესა იუწყება, ფელაინის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 24 მილიონ ფუნტს შეადგენს. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის მისი ტრანსფერი, თუმცა "წითელი ეშმაკების” ახალი მენეჯერი ნამდვილად ფიქრობს მასზე. გარდა ამისა, პოლ სქოულზის წასვლა, ანდერსონის არასტაბილურობა, დაარენ ფლეტჩერის გაურკვეველი მდგომარეობა კიდევ უფრო ლოგიკურს ხდის აღნიშნულ ტრანსფერს.

ფელაინმა ამ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა ინგლისის პრემიერ ლიგაში.

ნანახია: 278 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: