2:42 PM მოიესის პირველი ნადავლი და ევროპული უიქ-ენდის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები | |
![]() "მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის სუპერთასი მოიპოვა, "ბაიერნმა” ბუნდესლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა, ხოლო ჰოლანდიაში ახალი ვარსკვლავი გამობრწყინდა. GOAL.GE ევროპული ფეხბურთის გასული უქმეების ყველაზე საინტერესო კადრებზე გაამახვილებს ყურადღებას. ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ ტურში "პსვ”-მ "ნეკ”-ი 5:0 გაანადგურა, ხოლო 17-წლის ზაქარია ბაკალიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. დორტმუნდის "ბორუსიას” ახალწვეულმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ბუნდესლიგაში თავის სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, მისმა გუნდმა კი "აუგსბურგი” 4:0 დაამარცხა. ბერლინის "ჰერტას” ფეხბურთელები პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებას გულშემატკივრებთან ერთად ხარობენ. პირველივე თამაშში დედაქალაქელებმა ფრანკფურტის "აინტრახტი” 6:1 გაანადგურეს. არიენ რობენი პენალტს თხოულობს და მიიღებს კიდეც. "გლადბახის” მცველმა ალვარო დომინგესმა 1 წუთის განმავლობაში ორჯერ დაარღვია თამაშის წესები საჯარიმოში- პირველად მიუნხენელებმა ვერ გაიტანეს, მაგრამ მეორე ცდაზე ყველაფერი მწყობრში ჩადგა. "ლიონის” ნახევარმცველმა იოან გურკუფმა "ნიცას” განადგურებაში (4:0) თავისი წვლილი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით შეიტანა. "პორტუმ” პორტუგალიის სუპერთასი "ვიტორია გიმარაეშის” დამარცხებით (3:0) მოიპოვა. რადამელ ფალკაომ საფრანგეთის ჩემპიონატში თავის პირველ მატჩში პირველი გოლი გაიტანა და "მონაკოს” "ბორდოს "დამარცხებაში (0:2) დაეხმარა. ინგლისის სუპერთასი – რობინ ვან პერსის "უიგანის” კარში პირველი გოლი გააქვს. პატრის ევრა თანაგუნდელებს ცივი შამპანურით აგრილებს- "ემიუმ” ახალ სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა. დევიდ მოიესისთვის ეს სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტულია!!! ჯენარო გატუზოზე ბევრს საუბრობდნენ, რომ ის კარგი მწვრთნელი გამოვიდოდა და აი, როგორ გამოიყურება… დიდიე დროგბამ თურქეთის სუპერთასზე "გალათასარაის” გამარჯვება მოაპოვებინა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |