10:52 AM მოიესი: “რუნის სასტარტოში მოხვედრის შანსი აქვს” | |
![]() "წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ უეინ რუნი "ჩელსისთან” მატჩში შეიძლება პირველივე წუთიდან ვიხილოთ. როგორც იცით, რუნი ტრავმირებული იყო, თუმცა გასულ ტურში მან "სუონსისთან” ნახევარი საათი ითამაშა. ორშაბათს "ემიუ” "ჩელსის” ეთამაშება. საინტერესო იქნება, როგორ წარსდგება უეინი იმ გუნდის წინაშე, რომელიც ამ ზაფხულს ორჯერ ცდილობდა მის გადაბირებას. "რუნიმ ტრავმა მოიშუშა და ძირითადში თამაშის კარგი შანსი აქვს”, – აცხადებს დევიდ მოიესი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მატჩის შემდეგ ლონდონელები რუნისთვის მე-3 წინადადების გაკეთებას აპირებენ. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |