10:02 PM
მოიესი: "არ გაგვიმართლა"



"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა, "ჩელსისთან" წაგებულ მატჩს (1:2) კომენტარი გაუკეთა.

"ვფიქრობ, ცოტათი არ გაგვიმართლა ამ მატჩში. "ჩელსისთან" შეხვედრაში, როგორც მინიმუმ, ფრე დავიმსახურეთ. ჩემმა ბიჭებმა, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ბოლომდე დავიხარჯეთ- თამაშის თითოეულ მომენტში ვცდილობდით გოლის გატანას", - საუბრობს მოიესი.

"მეტოქეს მნიშვნელოვნად გავურთულეთ საქმე, მაგრამ საკადრო პრობლემებმა თავი შეგვახსენა. ახლა ისეთი პერიოდია, რომ საკადრო პრობლემები ყველა გუნდს აწუხებს. მიუხედავად ამისა, "ევერტონი" ძალიან ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის დამარცხებასთან".
 
ნანახია: 298 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: