10:17 PM
მოდრიჩი მოურინიოს “ჩელსიში” არ წაყვება



ხორვატმა პლეიმეიკერმა განაცხადა, რომ კარიერის მადრიდში გაგრძელებას აპირებს.

შეგახსენებთ, სწორედ პორტუგალიელმა სპეციალისტმა მოთხოვა "რეალის” ხელმძღვანელობას მოდრიჩის შეძენა, თუმცა ესპანეთში ნახევარმცველის ეს ტრანსფერი სეზონის ყველაზე ცუდ ტრანსფერად დაასახელეს.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოურინიო, რომელიც "ჩელსიში” დაბრუნდა, თავისი გუნდის რიგებში ლუკას ხილვა კიდევ ერთხელ მოინდომა, თუმცა ამჯერად უკვე ლონდონში. თუმცა, თავად 27-წლის ნახევარმცველი სამუშაო ადგილის შეცვლას აღარ აპირებს.

"ამ ზაფხულს "რეალიდან” აბარგებაზე არც კი მიფიქრია, მიუხედავად სხვა კლუბების ინტერესისა. თითოეული ბავშვი, რომელიც ფეხბურთს თამაშობს, "რეალში” მოხვედრაზე ოცნებობს. არც მე ვყოფილვარ ამის გამონაკლისი”.

"რა თქმა უნდა, მეწყინა, როდესაც ჟოზე მოურინიოს წასვლის შესახებ გავიგე. სწორედ მისი წყალობით ვარ ახლა მადრიდში. ჟოზე ფანტასტიკური მწვრთნელია, ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად მუშაობის პატივი მხვდა წილად”, – განაცხადა ხორვატმა.

ცნობისათვის, ნახევარმცველს ესპანურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი ოთხი წლის შემდეგ ეწურება.

წყარო: The Sun

ნანახია: 288 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: