ზეგ, ქუთაისის „ტორპედო" სტუმრად გორის „დილას" წინააღმდეგ ითამაშებს. აღნიშნული მატჩის წინ კომენტარი ორმა ტორპედოელმა გააკეთა:
გიორგი კუხიანიძე: „ჩვენ ყველა თამაშის მოგებაზე გვაქვს პრეტენზია, აქედან გამომდინარე ჩემპიონობაზეც ვფიქრობთ და ამ თამაშშიც წარმატებისთვის გავალთ მოედანზე. გორი, რომ ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ბოლოდროინდელი ასპარეზობაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მათაც უმაღლესი მიზნების მიღწევა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება. ჩვენ შესაფერისად ვემზადებით, განწყობაც საბრძოლო გვაქვს და მოსაგებად ყველანი მაქსიმუმს გავაკეთებთ".
ლაშა შერგელაშვილი: „დილა" კარგად შეთამაშებული გუნდია და ალბათ, მართალი იქნება თუ ვიტყვი, რომ გამოცდილებით ჩვენზე მაღლა დგას, თუმცა მეტი პრაქტიკის როლი მატჩის შედეგის გამოსარკვევად მთავარი არ არის. „ტორპედოს" შესწევს ძალა, რომ გახდეს ჩემპიონი, ამისთვის გორში გამარჯვება გვჭირდება, სხვა შედეგი კი მიუღებელი იქნება. ბოლომდე დავიხარჯებით და იმედი გვაქვს, რომ მწვრთნელის დავალებებს პირნათლად შევასრულებთ და ჩვენი თამაშით სასურველს მივაღწევთ".
რასაკვირველია, მომავალი მატჩისთვის ჩვენი გუნდი სერიოზულად ემზადება. დღეს, „ტორპედომ" საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე შიდაქართლურ გუნდთან მატჩამდე ერთ-ერთი დასკვნითი ვარჯიში გამართა, რომლის ფოტომასალასაც ქვემოთ გთავაზობთ.

8 დეკემბერს გასამართი „დილა"-„ტორპედო" 14:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირი ტრანსლიაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხზეა დაგეგმილი. თამაშის ონლაინ რეჟიმში ყურება ასევე, ჩვენს ვებ-გვერდზეც იქნება შესაძლებელი.