8:14 AM მხითარიანი უპირატესობას “დორტმუნდს” ანიჭებს | |
![]() დონეცკის "შახტარის” ერთ-ერთი ლიდერის ტრანსფერთან დაკავშირებული "საპნის ოპერა” გრძელდება. როგორც The Independent იტყობინება, გენრიხ მხითარიანს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში, სწორედ ამიტომ, მზადაა "ლივერპული” და "ტოტენჰემი” უარით გაისტუმროს, შემდეგ კი დორტმუნდის "ბორუსიას” შეთავაზებას დათანხმდეს. მართალია, "შახტართან” შეთანხმებას არცერთ კლუბს არ მიუღწევია, მაგრამ ფეხბურთელის ფასი უკვე დიდი ხანია, რაც ცნობილია – 30 მილიონი ევრო. შეგახსენებთ, გენრიხი უკრაინული კლუბის, რომელიც ახალი სეზონისთვის ავსტრიაში ემზადება, შეკრებაზე არ გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სომეხს წასვლა სურს. საინტერესოა, რომ წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მხითარიანმა არჩევანი "ლივერპულის” სასარგებლოდ გააკეთა. წყარო: The Independent | |
|
სულ კომენტარები: 0 | |