4:54 PM მიულერს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის გამო “ჩელსიზე” შურისძიება უნდა | |
![]() "ბაიერნის” ლიდერს უეფას სუპერთასის მონაწილე ლონდონის "ჩელსისთან” პირადი ანგარიშები აქვს გასასწორებელი. "მართალია, "ჩელსის” ვალი გვაქვს, მაგრამ წარმატებულმა გასულმა სეზონმა ჩვენი ჭრილობების მოშუშებას ხელი შეუწყო. მიუნხენში გამართულ იმ ფინალზე აღარ ვფიქრობ, როგორც გუნდის ყველა დანარჩენი ფეხბურთელი”. "ახლა ჩვენი დავალება – "ჩელსის” დამარცხებაა. გვინდა დავამტკიცოთ, რომ ჩემპიონთა ლიგა დამსახურებულად მოვიგეთ და ჯერ კიდევ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ვითვლებით. მოახლებულ მატჩს ძალიან მოტივირებულები ვხვდებით”, – განაცხადა ტომას მიულერმა. წყარო: UEFA.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |