10:23 PM მიულერი: კლინსმანს ჩემი გაყიდვა სურდა | |
![]() "ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ტომას მიულერმა განაცხადა, რომ 2008-წლის ზაფხულში კინაღამ მიუნხენი დაატოვებინეს. "მაშინ გუნდს იურგენ კლინსმანი წვრთნიდა. მან მითხრა, რომ პირველ გუნდში ჩემს ადგილს ვერ ხედავდა”, – აცხადებს მიულერი Kicker-თან საუბრისას. "თუმცა ტაიგერ გერლანდმა [ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი] ჩემი გაყიდვა არ ისურვა. ამავდროულად, "ჰოფენჰაიმის” წინადადება სერიოზული არ იყო. საბოლოო ჯამში სატრანსფერო ფანჯარა დაიკეტა, მე კი გუნდში დავრჩი”. 23-წლის ტომას მიულერი "ბაიერნის” პირველ გუნდში 2009/10-წლების სეზონში ლუი ვან გაალმა გადაიყვანა. 2010-წელს იგი მსოფლიო ჩემპიონატის "ოქროს ბუცის” მფლობელი გახდა. მიმდინარე სეზონში შემტევმა ნახევარმცველმა "რეკორდმაისტერის” მაისურით ბუნდესლიგაში 13, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი გაიტანა. წყარო: Kicker | |
|
სულ კომენტარები: 0 | |