9:10 PM მიულერი: “გვარდიოლა გერმანულს შესანიშნავად ფლობს” | |
![]() მიუნხენის "ბაიერნის” თავდამსხმელმა ტომას მიულერმა, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას პირველი ვარჯიშის შემდეგ, ესპანელი სპეციალისტის მიმართ აღფრთოვანება არ დამალა. "გაოცებული დავრჩი იმით, თუ რამდენად კარგად ფლობს გერმანულ ენას გვარდიოლა. მისმა ჩატარებულმა ვარჯიშმაც მომხიბლა”. "ბურთთან მოქმედების სწავლებას დიდი დრო დავუთმეთ, ასეთი დატვირთვები კი ყოველთვის დიდ სიამოვნებას გვანიჭებს”, – განაცხადა მიულერმა. წყარო: Sport1 | |
|
სულ კომენტარები: 0 | |