"რეალის" ნახევარმცველი აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
შეგახსენებთ, ადრე იტყობინებოდნენ, რომ ხაბი ალონსო, რომელმაც "სევილიასთან" შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, "ემიუსთან" მატჩში მადრიდელებს დააკლდეს.
ორშაბათს მან საკუთარი გუნდის ვარჯიში მენჯის გაუსაძლისი ტკივილების გამო ვერ ჩაამთავრა. გადაწყდა, რომ უმჯობესი იყო ფეხბურთელს ვარჯიში შეეწყვიტა, რათა დაზიანება არ გართულებულიყო.
მიუხედავად ამისა, როგორც Marca იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მან უნდა ითამაშოს, რადგან სამწვრთნელო შტაბი თვლის, რომ მისი ყოფნა მოედანზე გუნდისთვის ამ მნიშვნელოვან მატჩში საჭიროა.
"რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.