6:50 PM
მიშა მესხი - ფინტოლოგიის პროფესორი




12 იანვარი ფეხბურთის სწორუპოვარი ხელოვანის დაბადების დღეა.

1969 წლის 16 ივლისს, ურუგვაის „ნასიონალთან" შეხვედრის შემდეგ მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი გაოგნებული ბრუნდებოდა სტადიონიდან, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს და არავის უნდოდა შეგუებოდა აზრზს, რომ მწვანე მინდორზე ვეღარ ნახავდნენ მიხეილ მესხის საოცარ ფინტებს. ამ დღეს მან , უკანასკნელად მშობლიური „დინამოს" მაისურით ისეთი ცეცხლი დაანთო, რომ არავის სჯეროდა თუ ეს მისი ბოლო მატჩი იქნებოდა.

მიხეილ მესხი თაიგულებით ხელში გულდაწყვეტილი მიდიოდა გასახდელისკენ. მაყურებელთა მქუხარე ტაში და აცრემლებული თვალები მადლობა იყო იმ დიდი სიამოვნებისთვის, რომელსაც წლების მანძილზე განცდევინებდა სახელგანთქმული მარცხენა გარემარბი ფეხბურთის ყველა მოყვარულს.

მესხი უნიჭიერესი ფეხბურთელი გახლდათ. ტექნიკი თვალსაზრისით მისი ბადალი ოსტატი მსოფლიოშიც თითზე ჩამოსათვლელი თუ იყო. მან გამოიგონა და მხოლოდ ის იყენებდა სახელგანთქმულ „მესხის ფინტს". შემოქმედი ფეხბურთელი ყოველთვის კარგ ფორმაში იყო. 1964 წლის თბილისის „დინამო" ტალანტების გუნდი იყო. არავინ ჰგავდა ერთმანეთს და ერთ მთლიანობას ჰქმნიდნენ, მაგრამ მათშიც გამოირჩეოდა მიხეილ მესხი - ეს საფეხბურთო სრულყოფილება.

მიხეილ მესხს ყოფილ საბჭოთა კავშირში თითქმის ბადალი არ მოეპოვებოდა წმინდა საფლანგო იერიშებში, ამასთანავე იგი იყო უბადლო დუელანტი ფეხბურთის ორთაბრძოლებში. მისი თამაში მარტო მიწოდებული ბურთების ან გატანილი გოლების რიცხვით როდი განისაზღვრებოდა. როცა ის თამაშობდა, მის ფლანგზე ყოველთვის დაცვის დაძაბულობა იყო, იმის შიში არსებობდა, რომ ატყდებოდა აფორიაქება და არევ-დარევა, რაც მას შეეძლო ყოველ წუთს შეეტანა დაცვის თამაშში, და როგორც წესი მას მიყენებული ჰყავდა ორი-სამი დარაჯი, ეს კი მეტად აადვილებდა ცენტრში მოქმედებას.

მესხი არ იყო პოზიციური მოთამაშე. პოეტური სტილის თავდამსხმელი ბურთს რომ ლამის ამღერებდა, არც შეიძლებოდა ყოფილიყო უნივერსალური სტილის ფეხბურთელი.

მესხი მარტო დიდი ფეხბურთელი , დიდი მექანიკური ძალა როდი იყო. მან ფეხბურთი, სპორტის ეს უპირველესი სახეობა, ხელოვნების სიმაღლემდე აიყვანა, იგი რომ ბურთს მიიღებდა, მაყურებელი რაღაც საოცრების მოლოდინში განსაკუთრებულად ირინდებოდა და იძაბებოდა, მესხი სათამაშო სქემებში ვერასდროს ვერ ეტეოდა, მისი ყოველი გასვლა ულამაზესი ნოველებით აღიქმებოდა.

მიხეილ მესხს შეეძლო , ჩვეულებრივი რიგითი საფეხბურთო მატჩიც კი ჭეშმარიტ დღესასწაულად ექცია. მისი დარი თვითნაბადი და ხალასი ტალანტი უდიდეს იშვიათობას წარმოადგენს.
ნანახია: 286 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: