6:27 PM
Mirror: მანჩინის უახლოესი 48 საათის განმავლობაში გაათავისუფლებენ



იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინი "მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მოხსნასთან ძალიან ახლოსაა. როგორც Mirror იტყობინება, იტალიელს დაკავებული პოსტიდან უახლოესი 48 საათის განმავლობაში გაათავისუფლებენ.

ასე რომ, თუ ავტორიტეტული გამოცემის ინფორმაციას დავუჯერებთ, მანჩინი გუნდს "რედინგთან” გასამართი პრემიერ ლიგის უახლოესი მატჩის დაწყებამდე დატოვებს. იტალიელი მწვრთნელის ადგილი "მალაგას” ჩილელმა მენტორმა მანუელ პელეგრინიმ უნდა დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "მანჩესტერ სიტი” ინგლისის თასის ფინალში "უიგანთან” დამარცხდა.

ნანახია: 273 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: