11:47 AM
"მილანსა" და "კორინთიანსს" პატოს ტრანსფერის მხოლოდ მცირე დეტალებიღა დარჩათ შესათანხმებელი




"მილანის" თავდამსხმელი ალეშანდრო პატო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულ კლუბში ბრაზილიურ "კორინთიანსში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა,-იტყობინება SportMediaset.

გამოცემის თანახმად,მხარეებმა შეხვედრა წარმატებით დაასრულეს,რომლის შემდეგაც ტრანსფერის მხოლოდ მცირე დეტალებიღა დარჩა შესათანხმებელი.მოსალოდნელია,რომ "კორინთიანსს" პატოს ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდება,რომელიც ოფიციალურად ახალი წლის შემდეგ,იანვრის პირველ რიცხვებში დადასტურდება.

შეგახსენებთ,რომ რამოდენიმე დღის წინ "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა,რომ პატომ კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა.

მიმდინარე სეზონში,23-წლის ალეშანდრომ მილანელების მაისური ოთხჯერ მოირგო და გოლი არ გაუტანია.
 
ნანახია: 281 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: