3:58 PM “მილანს” ტიაგო სჭირდება | |
![]() იტალიური კლუბი "ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველის თამაშით ინტერესდება. "როსონერი” ამ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში, კონკურენციას "მანჩესტერ სიტის”, მიუნხენის "ბაიერნისა” და "მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას გაუწევს. "ბლაუგრანა” 22 წლის ნიჭიერ მოთამაშეს, 18 მილიონ ევროდ აფასებს. მიუხედავად ამისა, ალკანტარამ უკვე განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ მას საფეხბურთო კარიერის გაგრძელება კატალონიაში სურს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |