ამ ცუდი სიახლის გარდა, "როსონერის" რიგებში კარგი სიახლეცაა: როგორც ჩანს, მილანელების ბრაზილიელი თავდამსხმელი რობინიო მომდევნო ტურის მატჩში საკუთარი გუნდის დახმარებას შეძლებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ "მილანი" "სამპდორიასთან" მატჩს ლუკა ანტონინის გარეშე შეხვდება, რომელსაც ზურგის ტრავმა აწუხებს. გარდა ბრაზილიელი მცველისა, "როსონერის" მომდევნო მატჩში ჯანპაოლო პაცინიც დააკლდება, რომელიც გადამეტებული ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებულია.
რობინიომ, რომელსაც პრაქტიკულად ერთი კვირა არ უვარჯიშია, დღეს, პირველ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და სავსებით შესაძლებელია იგი "სამპდორიასთან" მატჩში ძირითად შემადგელობაში ვიხილოთ. ასევე შეგახსენებთ, რომ "როსონერის" ლაზარეთში ანტონინის გარდა იმყოფებიან დანიელე ბონერა, მარიო იეპესი, სალი მუნტარი, ჯამელ მესბა და ნაიჯელ დე იონგი.