7:45 PM “მილანს” “ფეინოორდის” მცველი მოუნდა | |
![]() ბრუნო მარტინს ინდი შესაძლოა იტალიაში გადაბარგდეს. გამოცემა AD Sportwereld იტყობინება, რომ "ფეინოორდისა” და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მცველმა ბრუნო მარტინს ინდიმ შესაძლოა მომდევნო სეზონი "მილანის” შემადგენლობაში დაიწყოს – იტალიური კლუბი 21-წლის ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს, რომელმაც სულ ახლახანს დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავი არც თუ ისე ცუდად წარმოაჩინა. თუმცა, ჰოლანდიური კლუბი მარტინს ინდის შესაძლო წასვლას უარყოფს. "ყველაფერი მშვიდადაა. "მილანის” მხრიდან მარტინსის მიმართ ინტერესთან დაკავშირებით არაფერი გვსმენია”, – განაცხადა როტერდამელების ტექნიკურმა დირექტორმა მარტინ ვან გეელმა. ჰოლანდიის გასულ ჩემპიონატში მარტინს ინდიმ 32 შეხვედრა ჩაატარა, თანაც ისე, რომ "ფეინოორდის” მაისურით ყველა მატჩში მოედანზე შეუცვლელად ითამაშა. წყარო: AD Sportwereld | |
|
სულ კომენტარები: 0 | |