3:39 PM
“მილანს” პასტორე მოუნდა



"პსჟ”-ს არგენტინელი ნახევარმცველი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს.

Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ "მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი პარიზელების 23-წლის ნახევარმცველის ხავიერ პასტორეს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით "პსჟ”-ს ხელმძღვანელობას დაუკავშირდა.

არგენტინელმა სახელი მაშინ გაითქვა, როდესაც სერია ა-ში "პალერმოს” რიგებში ასპარეზობდა, შემდეგ კი იგი პარიზულმა კლუბმა 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. რა თანხა შეიძლება მოითხოვოს საფრანგეთის ჩემპიონმა ახლა ხავიერის სანაცვლოდ, ამის შესახებ მოცემული წყარო ინფორმაციას არ ავრცელებს.

"მილანი”, შეგახსენებთ, ამ ზაფხულს ნებისმიერ შემთხვევაში გეგმავს კრეატიული ნახევარმცველის შეძენას. ჭორების თანახმად, "როსონერი” კაკას ("რეალი”) და დიამანტის ("ბოლონია”) შეძენითაც ინტერესდება.

წყარო: La Gazzetta dello sport

ნანახია: 315 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: