9:58 PM
“მილანს” ელ შაარავი გამოაკლდა



ახალგაზრდა ფორვარდი "ტორინოსთან” და "სელტიკთან” გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

გუშინ საღამოს, წინასამატჩო ვარჯიშზე, სტეფან ელ შაარავიმ ბარძაყის კუნთი დაიზიანა.

"უახლოესი რამოდენიმე დღის განმავლობაში, დეტალური სამედიცინო შემოწმების გავლის შემდგომ, ფეხბურთელს ზუსტ დიაგნოზს დაუსმევენ”, – წერია "მილანის” ოფიციალურ საიტზე.

უკვე ახლა ცნობილია, რომ ფორვარდი "როსონერის” უახლოეს ორ მატჩს გამოტოვებს. ელ შაარავი "ტორინოსთან” და "სელტიკთან” ვერ ითამაშებს.

წყარო: ACMilan.com

ნანახია: 328 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: