1:03 PM “მილანს” დიეგო ლოპესი სჭირდება | |
![]() კლუბი კრისტიან აბიატის შემცვლელს ეძებს, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. იტალიური პრესა წერს იმის შესახებ, რომ ზაფხულში "მილანის” ხელმძღვანელობა "თეთრებს” მეკარის დიეგო ლოპესის საანცვლოდ შვიდ მილიონ ევროს შესთავაზებს. "როსონერი” ჩემპიონთა ლიგასა და პრიმერა დივიზიონში ესპანელის საოცარი თამაშით აღფრთოვანებული მას შემდეგ დარჩა, რაც მან "გალაქტიკოსის” სასტარტო შემადგენლობაში იკერ კასილიასი ჩაანაცვლა. შეგახსენებთ, რომ "რეალმა” ლოპესი გასულ ზამთარს "სევილიასგან” 3,5 მილიონ ევროდ შეიძინა. 31-წლის კიპერს "ბლანკოსთან” ხელშეკრულება 2017-წლის ზაფხულში ეწურება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |