1:59 PM
"მილანს" დე როსი სჭირდება?



იტყობინებიან,რომ "როსონერი" მზად არის იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მლნ ევრო გადაიხადოს და პლიუს ამას "რომას" აჩერბი და აბატე დაუთმოს.

იტალიური მასმედია იტყობინება,რომ "მილანის" ხელმძღვანელობა "რომადან" ნახევარმცველის დანიელე დე როსის შესაძლო ტრანსფერს განიხილავს.

2012-წლის თებერვალში დე როსიმ "ჯალოროსისთან" ახალ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი,მაგრამ დედაქალაქური კლუბი ჰავბეკის გასაყიდად მზადაა თუ საკმაოდ სოლიდურ შეთავაზებას მიიღებს.

"მილანი" თავად ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა,თუმცა მილანში იციან,რომ ამ ტრანსფერის შეთანხმება "როსონერის" გაუჭირდება.

იტყობინებიან,რომ "მილანი" "რომას" დე როსის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს შესთავაზებს და გარდა ამისა ამ გარიგებაში ფრანჩესკო აჩერბის და იგნასიო აბატეს ჩარვას აპირებს,რომლებიც შესაძლოა ძალიან მალე იტალიის დედაქალაქში აღმოჩნდნენ.
ნანახია: 275 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: