"როსონერის" ინტერესების სფეროში დანიელე ბაზელი მოხვდა.
იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ "მილანის" ხელმძღვანელობა "ჩიტადელას" ნახევარმცველის დანიელე ბაზელის შესაძლო ტრანსფერს განიხილავს.
მიუხედავად ამისა, თავიდან "როსონერი" 20-წლის ფეხბურთელის უფლებების მხოლოდ 50%-ის შეძენას გეგმავს.
როგორც ჩანს, მილანელების სამწვრთნელო შტაბი ახალგაზრდა ფეხბურთელს ნაიჯელ დე იონგის შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც ტრავმის გამო საკუთარ გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება.