9:29 PM “მილანს” ჩერჩი სჭირდება | |
![]() "როსონერი” მზადაა შემტევი ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამოიწყოს. Tuttosport იუწყება, რომ "მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ალესიო ჩერჩის ადგილს გუნდის შემტევ სამეულში ხედავს, სტეფან ელ შაარავისთან და მარიო ბალოტელისთან ერთად. 25-წლის ფეხბურთელზე უფლებები ერთდროულად ორ კლუბს "ტორინოსა” და "ფიორენტინას” ეკუთვნით, სწორედ ამიტომ, "მილანის” ხელმძღვანელობას ორივე მხარესთან შეთანხმება მოუწევს. წყარო ამატებს, კომპენსაციის სახით ტურინში შესაძლოა პოლონელი ცენტრალური მცველი ბარტოშ სალამონი გაემგზავროს. ფეხბურთელი ამ ზამთარს "როსონერიში” "ბრეშიადან” ჩაირიცხა, თუმცა მილანელების მაისური ერთ ოფიციალურ შეხვედრაშიც კი არ მოურგია. წყარო: Tuttosport | |
|
სულ კომენტარები: 0 | |