1:30 PM "მილანს" ბოიანის გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეუძლია | |
![]() "მილანის" თავდამსხმელი, ბოიან კრკიჩი, რომლის უფლებებიც "ბარსელონას" ეკუთვნის სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება "როსონერის" სრულ მფლობელობაში გადავიდეს, თუკი იტალიელები კატალონიელებს 15 მილიონ ევროს გადაუხდიან.
"Sky Italia"–ს ცნობით ზუსტად ასეთი დეტალია "ბარსელონას" და "მილანს" შორის გაფორმებულ დოკუმენტში. შეგახსენებთ, რომ 22 წლის ესპანელი გასულ სეზონში "რომაში" ასპარეზობდა, ბოლო დღეებში კი ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მის კლუბს ბოიანის გამოსყიდვა იმაზე ნაკლები დაუჯდება, ვიდრე "რომას". | |
|
სულ კომენტარები: 0 | |