12:19 PM
"მილანს" ბალოტელი არ სჭირდება




"როსონერის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მარიოს ტრანსფერი "მანჩესტერ სიტიდან" არ შედგება.

ადრე სილვიო ჟურნალისტებთან ბალოტელის მის გუნდში გადასვლას არ გამორიცხავდა, თუმცა ახლა ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ კლუბი იტალიელს არ გადაიბირებს.

ასე რომ, ამ ტრანსფერს უახლოეს დროში არ უნდა ველოდოთ.

"ბალოტელიმ მე ადამიანური თვისებებით ვერ მომხიბლა, ეს არაერთხელ განმოცხადებია",-განაცხადა ბერლუსკონიმ.

"დესტრო ან ოსვალდო? მე "მილანში" დესტროს სიამოვნებით ვიხილავდი, რაც შეეხება ოსვალდოს, იგი ჩვენი გუნდის სათამაშო სტილს ვერ შეეწყობა. ჩვენ გუნდის გაახალგაზრდავებას ვაპირებთ. ასეთივე სიტუაციაა დროგბას ტრანსფერთან დაკავშირებით, რომელიც უკვე 34 წლისაა",-დაასრულა "როსონერის" პრეზიდენტმა.
 
ნანახია: 284 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: