9:04 PM “მილანმა” შეცდომით ნიანგი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა | |
![]() "როსონერის” ბიუროკრატიული პრობლემები შეექმნა. გუშინ, "მილანმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის განაცხადი გამოაქვეყნა, თუმცა, კლუბის დირექტორის, უმბერტო განდინის შეცდომის გამო, ახალგაზრდა ფორვარდი მბაიე ნიანგი სიის მიღმა აღმოჩნდა. ამ გაუგებრობაში წვლილი "როსონერის” სხვა თავდამსხმელს, სტეფან ელ შაარავისაც "მიუძღვის”. უეფას მოქმედი წესების გათვალისწინებით, იმ ფეხბურთელის, რომელიც 1992-წლის იანვრის პირველი რიცხვის შემდეგ არის დაბადებული, სია "ბ”-ში წარდგენა შესაძლებელია, მაგრამ განდინის ეს დაავიწყდა და სია "ბ”-ში სია "ა”-ს ფეხბურთელი შეიყვანა. ამის გამო ნიანგის გვარი იმ 25 ფეხბურთელთა შორის ვერ მოხვდა, რომლებიც "ბარსელონასთან”, "აიაქსთან” და "სელტიკთან” მატჩებში შეძლებენ მონაწილეობის მიღებას. კლუბის ოფიციალური საიტის საშუალებით განდინიმ ყველა დაინტერესებულ მხარეს ბოდიში მოუხადა, "დაზარალებული” ნიანგისა და გულშემატკივრების ჩათვლით. წყარო: ACMilan.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |