0:59 AM
"მილანმა" სანკტ-პეტერბურგში გაიმარჯვა


"მილანმა" ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. 

მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, საბოლოო შედეგიც მინიმალური სხვაობით აისახა. სტუმრების ეს გამარჯვება შეგვიძლია უფრო მაღალ კლასს და ცოტა გამართლებასაც მივაწეროთ. "როსონერიმ" ძალიან მალე მოახერხა დაწინაურება, უფრო მეტიც, მე-16 წუთზე მათი უპირატესობა უკვე ორ ბურთიანი იყო. მასპინძლებმა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება ტაიმის მიწურულს შესძლეს - ჰალკმა უძლიერესი დარტყმით უშანსოდ დატოვა აბიატი.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთის შემდეგ ანგარიში უკვე საყაიმო იყო - შიროკოვმა ბურთი თავით გადაგზავნა მეტოქის კარებში. ამის შემდეგ მატჩი ცოტათი დაწყნარდა, მცირე უპირატესობაც მაინც "ზენიტი" ფლობდა. ალბათ, ბევრს ეგონა რომ თამაში ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ 76-ე წუთზე გუბოჩანის ავტოგოლით "მილანმა" სამი ქულის აღება მოახერხა.

"ზენიტი" 2:3 "მილანი"
გოლები: ჰალკი 45+2, შიროკოვი 49 - ემანუელსონი 13, ელ შაარავი 16, გუბოჩანი 76 (ავტოგოლი)

"ზენიტი": მალაფეევი, ანიუკოვი, ლომბერტსი (ბუხაროვი 89), გუბოჩანი, კრიშიტო, ფაიზულინი (კანუნიკოვი 79), შიროკოვი, ვიტსელი, ბისტროვი (ზირიანოვი 72), კერჟაკოვი, ჰალკი.

"მილანი": აბიატი, აბატე, ბონერა, საპატა, ანტონინი, მონტოლივო, დე იონგი, ემანუელსონი (ნოჩერინო 64), ბოატენგი (იეპესი 80), კრკიჩი (პაცინი 52), ელ შაარავი.

გაფრთხილება: ფაიზულინი, ანიუკოვი, გუბოჩანი, შიროკოვი - ბონერა, ელ შაარავი, იეპესი.
 
ნანახია: 263 | დაამატა: RoM@N | ტეგები: მილანმა სანკტ-პეტერბურგში გაიმარჯვა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: