7:34 PM “მილანმა” ჩაბი ალონსოს დაუმიზნა | |
![]() როგორც მას-მედია იუწყება, მადრიდის "რეალის” ესპანელი ნახევარმცველი "როსონერის” ინტერესების სფეროში მოექცა. იტალიელები ალონსოს გადმობირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდებიან. ჩაბის მიმდინარე კონტრაქტი "რეალში” 2014-წლამდეა გათვლილი, მაგრამ პრესის ინფორმაციით, ესპანელი ახალი გამოწვევის მისაღებად მზადაა. თავის მხრივ, მადრიდული გრანდი მოთამაშის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს. მთავარ ფაქტორად მაინც ფეხბურთელის პირადი კონტრაქტი მიიჩნევა: ალონსო 3-წლიან კონტრაქტს და სეზონში 3.3 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |