მიუხედავად სხვა კლუბების გამოწვევებისა, ინგლისის ექს-კაპიტანს საკუთარი თავის ხილვა კვლავ "მილანის" მაისურით სურდა.
დევიდ ბექჰემი ჯერ კიდევ, როდესაც "ლოს-ანჯელეს გელექსის" ფეხბურთელად ითვლებოდა, "მილანში" არენდის წესით ორჯერ ასპარეზობდა. ახლა კი, როდესაც მას კალიფორნიულ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, ბრიტანელმა "სან სიროზე" დაბრუნება მოისურვა.
ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ დევიდმა საკუთარი წარმომადგენლები მილანში გაგზავნა, სადაც აგენტებმა "როსონერის" ხელმძღვანელობასთან კლუბში ბექჰემის შესაძლო დაბრუნებაზე გამართეს მოლაპარაკებები. მიუხედავად ამისა, 37-წლის ინგლისელმა ლეგენდამ იტალიური გრანდისგან უარი მიიღო.
მიუხედავად ამისა, ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბექჰემს 12 კლუბი იწვევს.