10:08 PM
“მილანმა” ამხანაგურ მატჩში 13 გოლი გაიტანა




მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა, კვირას "ნაპოლის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის მოსამზადებლად, დღეს ამხანაგურ მატჩში იტალიის სერა დ-ს ბინადარ კლუბს დაუპირისპირდნენ – "ვირტუოზ პავულეზეს” და ანგარიშით 13:1 გაანადგურეს.

მოწინააღმდეგის კარის ბადეში ოთხი ბურთი ახალგაზრდა ვირტუოზმა სტეფან ელ შაარავიმ გაახვია, რომელმაც ცოტა ხნის წინ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ორი – ტრაორემ, ბალოტელიმ და რობინიომ, თითო-თითო – პაცინიმ და ნიანგმა, ერთი ბურთი კი "ვირტუოზ პავულეზეს” ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

შეგახსენებთ, რომ "მილანი” მეორეადგილოსან "ნაპოლის” ოთხი ქულით ჩამორჩება და სწორედ ამიტომ, კვირას ნეაპოლელებთან გასამათი დაპირისპირება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ნანახია: 311 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: