12:55 PM “მილანი” “რეალის” რამოდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს | |
![]() მადრიდის "რეალის” ვარსკვლავები "როსონერის” ინტერესების სფეროში მოექცნენ. როგორც Corriere dello Sport იტყობინება, "მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ და "რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ამსტერდამში საქმიანი შეხვედრა გამართეს. ევროპული გრანდების ორი ფუნქციონერის საუბრის მთავარი თემა სატრანსფერო ბაზარზე შესაძლო თანამშრომლობა იყო. კერძოდ კი, თავისი კლუბის სახელით გალიანიმ, მოცემული წყაროს ინფორმაციით, "ბლანკოსის” რამოდენიმე ფეხბურთელის მიმართ გამოხატა ინტერესი. "როსონერის” ყველაზე "გემრიელი ლუკმები” ანხელ დი მარია და ლუკა მოდრიჩი არიან, თუმცა "მილანის” სიაში პეპე, ხოსე კალეხონი და დიეგო ლოპესიც მოექცნენ. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას რიკარდო კაკას სახელიც ახსენეს, რომელსაც იმ კლუბში დაბრუნების შანსი აქვს, სადაც თავისი კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |