7:06 AM
“მილანი” ფლამინის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს



ფრანგი ნახევარმცველი შესაძლოა "სან სიროზე” დარჩეს.

იტალიური პრესა იტყობინება, რომ უახლოეს დროში "მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი 29-წლის ნახევარმცველ მატიე ფლამინის აგენტს შეხვდება და ახალი კონტრაქტის დეტალებს განიხილავს.

გასულ ზაფხულს მატიემ "როსონერისთან” მოკლევადიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და რამოდენიმე დღის შემდეგ, თავისუფალი აგენტი ხდება. მიუხედავად ამისა, "მილანის” ბოსებს "არსენალის” ექს-ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ და მზად არიან ფლამინის ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზონ, სეზონში კი, ხელფასის სახით, 2,2 მილიონი ევრო გადაუხადონ.

იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ფლამინიმ მონაწილეობა 18 შეხვედრაში მიიღო, თავი კი გატანილი ოთხი გოლით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, ადრე ფლამინისადმი ინტერესს "ინტერი” იჩენდა, რომლის მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელით ფლორან მალუდათი ინტერესდება და წინააღმდეგი არ არის თავისი გუნდი ამ ორი ნახევარმცველით გააძლიეროს.

წყარო: Corriere dello sport

ნანახია: 331 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: