1:38 PM “მილანი” პიანიჩის შეძენას აპირებს | |
![]() ამბობენ, რომ "რომას” ბოსნიელი ნახევარმცველი შესაძლოა ზაფხულში "როსონერიში” გადაბარგდეს. პიანიჩი დედაქალაქურ კლუბში კარგ ფეხბურთს აჩვენებს, რითაც ბევრი გუნდის ყურადღება მიიპყრო. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზეა 26 ჩატარებული მატჩი და 3 გატანილი გოლი სერია ა-ში. ადრე თავად მირალემმა განაცხადა, რომ "მგლებში” სურს დარჩენა, თუმცა მანამდე ის დარწმუნებული უნდა ყოფილიყო იმაში, რომ სამწვრთნელო შტაბი მასზე იმედებს ამყარებდა. სეზონის მიმდინარეობისას ბოსნიელმა რამდენიმეჯერმე ტრავმაა მიიღო და ძირითადი შემადგენლობიდან პერიოდულად ვარდებოდა. ფრანგული პრესის ცნობით, ნახევარმცველით სერიოზულადაა დაინტერესებული "მილანი”, თუმცა "როსონერის” კონკურენციის გაწევა მოუწევს "არსენალთან”, "ტოტენჰემთან” და "სიტისთან”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |