"მილანი" "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის ნენეს სიტუაციას აკვირდება, იტყობინება Le Parisien.
"როსონერი" მზადაა ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით პარიზულ კლუბს ოფიციალურად მიმართოს, თუ ნენე "ალ-არაბის" ვერ შეუთანხმდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყატარული კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა ნენეს წელიწადში ხელფასის სახით 5 მილიონი ევრო გადაუხადოს.
მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა "პსჟ"-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ლიგა 1-ის ეგიდით მხოლოდ 9 მატჩში მოირგო პარიზელების მაისური 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.