4:38 PM “მილანი” მზადაა ვიდიჩი შეიძინოს | |
![]() "როსონერის” იმედი აქვს, რომ დევიდ მოიესს სერბი ვეტერანი აღარ დასჭირდება. შეგახსენებთ, "ემიუს” კაპიტანს, უკანასკნელ სეზონში, გახშირებული ტრავმები ტანჯავდა, ხოლო კონტრაქტს, რაც შეეხება, ცენტრალურ მცველს კლუბთან ხელშეკრულება 2014-წლის ზაფხულში ეწურება. ამ ზაფხულს "იუნაიტედი” დევიდ მოიესმა ჩაიბარა, ახლა კი, გულშემატკივრები "ბენფიკას” მცველ ეზეკიელ გარაის ტრანსფერს ითხოვენ. დიდია ალბათობა იმისა, რომ, ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ვიდიჩი გუნდს აღარ დასჭირდება. Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მილანი” 31-წლის სერბში ფილიპ მექსესისთვის იდეალურ პარტნიორს ხედავს, თავად ვიდიჩს კი "როსონერის” ძირითად შემადგენლობაშიც ექნება გარანტირებული ადგილი და ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს. თუმცა, ყველაფერი "ემიუს” შოტლანდიელ თავკაც დევიდ მოიესზეა დამოკიდებული. წყარო: Mirror | |
|
სულ კომენტარები: 0 | |