12:28 PM “მილანი”: მონტოლივო – in , ბოატენგი – out | |
![]() იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში გასამართ შეხვედრამდე, "როსონერის” სამწვრთნელო შტაბმა როგორც კარგი, ისევე ცუდი ამბავი მიიღო. სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში, "მილანი” საუკეთესო სამუელთა სიაში შესვლასა და უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას გაინაღდებს. თუმცა, მასიმილიანო ალეგრის შეგირდებს, "სიენას” წინააღმდეგ გამარჯვება, კევინ-პრინს ბოატენგის გარეშე მოუწევთ, რომელსაც მუხლის მიკროტრავმა აღენიშნება. რაც შეეხება კარგ სიახლეს, გუნდს რიკარდო მონტილივო დაუბრუნდა, რომელმაც კუნთის ბარძაყის დაჭიმვის მკურნალობა გადაიტანა. აქვე გთავაზობთ "მილანელთა” განაცხადს: მეკარეები: აბიატი, ამელია, გაბრიელი; მცველები: აბატე, ანტონინი, ბონერა, კონსტანტი, დე შილიო, მექსესი, სალამონი, იეპესი, ძაკარდო, ზაპატა; ნახევარმცველები: ამბროზინი, ფლამინი, მონტოლივო, ნოჩერინო, ტრაორე; თავდამსხმელები: ბალოტელი, ელ შაარავი, ნიანგი, პაცინი, რობინიო. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |