11:33 AM
"მილანი" მოლაპარაკებებს ლოდისთან აწარმოებს



"კატანიას" პლეიმეიკერი შესაძლოა უკვე ზამთარში "როსონერის" რიგებში ჩაირიცხოს.

იტალიური პრესა იტყობინება, რომ გუშინ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი "კატანიას" 28-წლის ფეხბურთელისწარმომადგენლებს შეხვდა იმისათვის, რომ ფრანჩესკო ლოდის "სან სიროზე" გადაბირების დეტალები გაერკვიათ.

"მილანის" ლოდისადმი ინტერესი უკვე დიდი ხანია, რაც ცნობილია, თუმცა "როსონერის" ამ ტრანსფერის განხორციელება ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ფრანჩესკოს გადაბირება კიდევ ერთ მილანურ კლუბს - "ინტერს" სურს.

მიუხედავად ამისა, "კატანია" გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის გაშვებას ზამთარში არ აპირებს, ამის გაკეთებას იგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს. მაგრამ, სავსებით შესაძლებელია, "სპილოები" სარფიანმა შემოთავაზებამ მოხიბლოს და ლოდიმ კლუბი იანვარში დატოვოს.
 
ნანახია: 278 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: