12:15 PM
“მილანი”: კაკას დაბრუნების კიდევ ერთი მცდელობა



სილვიო ბერლუსკონი ბრაზილიელი ნახევარმცველის წითელ-შავ ფორმაში კიდევ ერთხელ ნახვაზე ოცნებობს.

წინა ორ სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანმა” არაერთხელ სცადა ბრაზილიელი ნახევარმცველის რიკარდო კაკას "სან სიროზე” დაბრუნება, რომელიც "როსონერიმ” 2009-წელს "რეალს” ზღაპრული თანხის სანაცვლოდ მიჰყიდა – დაახლოებით 70 მილიონ ევროდ.

თუმცა მხარეები ვერა და ვერ თანხმდებიან – ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვა სილვიო ბერლუსკონიმ ბანალური უსახსრობის გამო ვერ შეძლო, არენდის წესით კი "ოქროს ბურთის” მფლობელი უკვე "სამეფო კლუბმა” არ გაუშვა.

წინა წარუმატებლობასთან დაკავშირებული დასკვნების გამოტანის შემდეგ, ამ ზაფხულს "მილანი” კაკას იტალიაში დაბრუნებას კვლავ ეცდება. რა პირობებით შესაძლოა განხორციელდეს ეს ტრანსფერი და რა თანხას შესთავაზებს ბერლუსკონი ფეხბურთელის სანაცვლოდ "სამეფო კლუბს”, ეს ყველაფერი ჯერჯერობით უცნობია.

გასულ სეზონში კაკამ, რომელიც აწ უკვე "რეალის” ექს-თავკაცის ჟოზე მოურინიოს ნდობით ვერ სარგებლობდა, მოედანზე ესპანეთის ჩემპიონატის მხოლოდ 19 შეხვედრაში გამოჩნდა და თავი გატანილი სამი კინკილა ბურთით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ეს ბრაზილიელისთვის მთელი ათი სეზონის განმავლობაში, რომელიც მან ევროპაში გაატარა, ყველაზე ცუდი შედეგია.

წყარო: Corriere dello sport

ნანახია: 325 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: