5:05 PM
"მილანი" და "უდინეზე" რასიზმის წინააღმდეგ აქციას გამართავენ
"მილანი" და "უდინეზე" იტალიის მე-19 ტურის თავიანთი გასამართი მატჩების წინ რასიზმის წინააღმდეგ აქციას გამართავენ.

"მილანის" ფეხბურთელები მოედანზე სპეციალური მაისურებით გავლენ, რომლებზეც ანტირასისტული ლოზუნგები იქნება გამოსახული.

"უდინეზესა" და "ინტერს" შორის მატჩის წინ სტადიონ "ფრიულიზე" ბანერს გამოსახავენ, რომელზეც ანალოგიური წარწერა იქნება გამოსახული, იტყობინება Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში "მილანისა" და "პრო პატრიას" ამხანაგური მატჩი "როსონერის" ნახევარმცველის კევინ-პრინს ბოატენგის მიმართ სწორედ რასისტული გამონათქვამების გამო შეწყდა.
 
ნანახია: 279 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: