11:42 AM
“მილანი” ბოიანს არ გამოისყიდის



როგორც ჩანს, ესპანელი თავდამსხმელი ამ ზაფხულს, "ნოუ კამპზე” დაბრუნდება.

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერის” ხელმძღვანელობა ბოიან კრკიჩის სრულად გამოსყიდვას არ აპირებს.

ამის მიზეზი ისაა, რომ თავდამსხმელი გუნდს ვერ შეეწყო და ამიტომაც, "მილანი” მის დაბრუნებას გეგმავს. უფრო მეტიც, თუ იტალიელებს მისი შეძენა მოუნდებოდათ, მაშინ 15 მილიონი ევროს გადახდა იყო საჭირო. ისინი კი ბოიანის სანაცვლოდ, 5 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებენ.

ამრიგად, კრკიჩი "ბარსელონას” ივლისის დასაწყისში, ორწლიანი იჯარით წასვლის შემდეგ დაუბრუნდება, თუმცა იგი არც კატალონიელებს სჭირდებათ და მისი სატრანსფერო ფანჯარაზე გაყვანა იგეგმება. არსებული ინფორმაციით, ესპანელის თამაშს "ჰამბურგის”, "მალაგასა” და მადრიდის "ატლეტიკოს” ხელმძღვანელები აკვირდებიან.

შეგახსენებთ, ბოიანი "მილანში” განათხოვრებამდე, "რომას” მაისურით ასევე არენდის წესით ასპარეზობა.

წყარო: Sky Sport Italy

ნანახია: 281 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: