9:42 PM
“მილანი” ბოატენგის გასაყიდად მზადაა



იტალიური კლუბის ნახევარმცველმა, უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა საკუთარი კარიერა "მონაკოში” გააგრძელოს.

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა "როსონერის” ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის შეხვდება.

როგორც პრესა ვარაუდობს, მათი შეხვედრის თემა არც გუნდის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე სტეფან ელ შაარავი არ იქნება და არც ბრაზილიელი რობინიო, რომელიც ამ ზაფხულს "მილანის” დატოვებას გეგმავს. მოსალოდნელია, რომ ისინი კევინ-პრინს ბოატენგთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

გასულ სეზონში, განელის საფეხბურთო კარიერა წარმატებული ვერ გამოდგა. როგორც ჟოზე მოურინიომ, ლონდონის "ჩელსის” მთავარი მწვრთნელის რანგში განაცხადა, მან გასულ სეზონში უფრო მეტჯერ თმის სტილის შეცვლა მოასწრო, ვიდრე გოლების გატანა. შეგახსენებთ, ბოატენგმა სერია ა-ს ეგიდით ჩატარებულ 29 შეხვედრაში, მხოლოდ ორი ბურთის გატანა შეძლო.

თუ რა თანხის გადახდას აპირებს "მონაკოს” ხელმძღვანელობა "პორტსმუტის” ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ, ჯერ-ჯერობით უცნობია.

წყარო: Sky Sport Italy

ნანახია: 301 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: