6:00 PM
"მილანი" აბატესა და ბოატენგს არ გაუშვებს



"როსონერი" ფულბეკისა და ნახევარმცველის შენარჩუნებას ეცდება.

"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ კლუბის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არც მცველის იგნასიო აბატეს და არც ნახევარმცველის კევინ-პრინს ბოატენგის გასხვისებას არ აპირებს, რომლების გადაბირებითაც შესაბამისად "ზენიტი" და "გალათასარაი" არიან დაინტერესებულნი.

"ბოატენგი არსად არ წავა. რაც შეეხება აბატეს, ჩვენ "ზენიტის" შემოთავაზება უარით გავისტუმრეთ. დიახ, მართალია, "კატანიადან" ფრანჩესკო ლოდის გადმობირება ნამდვილად ძალიან გვსურს. მაარტენ სტეკელენბურგი კი არ გვაინტერესებს. ბოატენგი - "მილანის" მომავლის ფეხბურთელია. მის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად არცერთ კლუბს არ მოუმართავს და რომც მოგვმართონ მის გაყიდვას მაინც არ ვაპირებთ",-განაცხადა გალიანიმ.

გარდა ამისა, გალიანიმ განაცხადა, რომ "მილანი" ლუკა ანტონინის გაშვებას არ აპირებს და "პარმას" მცველის კრისტიან ძაკარდოს გადაბირებას არ გეგმავს. მოგეხსენებათ, გავრცელებული ხმების თანახმად მილანურ გრანდს ჯამელ მესბას ძაკარდოში გაცვლა სურდა.
 
ნანახია: 295 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: