9:27 PM “მილანი”: 10 მილიონი დიამანტისთვის | |
![]() იტალიის ეროვნული ნაკრების პლეიმეიკერი "მილანში” გადაბარგებასთან ახლოსაა. იტალიური გრანდის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ დიამანტი შეაქო და განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის იგი მილანურ გუნდში იხილოს. La Repubblica იტყობინება, რომ 30-წლის ნახევარმცველი "როსონერის” რიგებს უახლოეს მომავალში შეავსებს, "მილანის” ხელმძღვანელობა კი 10 მილიონ ევროიან შეთავაზებას ამზადებს. საინტერესოა, რომ კლუბის ბოსებმა ზემოთნახსენები თანხა "ბოლონიას” 15 ივლისამდე უნდა შესთავაზონ, რათა ამ უკანასკნელმა თავისი ლიდერის შემცვლელის მოძებნა მოასწროს. გავრცელებული ჭორების თანახმად, ქარიზმატული ფეხბურთელის შეძენით "ინტერი” და "იუვენტუსიც” ინტერესდებიან. წყარო: La Reppublica | |
|
სულ კომენტარები: 0 | |