12 ოქტომბერს, სქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგ შეხვედრას, გასვლაზე, ფინეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მოახლეობული მატჩის შესახებ Geosports.ge, ინტერ ტურკუსა და ფინეთის ეროვნული ნაკრების 24 წლის შემტევ ნახევარმცველს, მიკა ოიალას გაესაუბრა.
- როგორი განწყობით ხვდება ფინეთის ეროვნული ნაკრები საქართველოს ეროვნულ ნაკერბთან მოახლოებულ დაპირისპირებას, საშინაო დებიუტი ფრანგების წინააღმდეგ წარუმატებლი გამოდგა, რა მიზნებს ისახავს ფინეთი ამჯერად?
- ფრანგებთან კარგად ვითამაშეთ, რომ არა უიღბლობა, რამოდენიმე გოლს ვიმსახურებდით. თუ საქართველოსთანაც ასე შევძლებთ თამაშს, ვფიქრობ, 3 ქულის მოპოვებას მოვახერხებთ. საფრანგეთი უმაღლესი კლასის გუნდია ,თუმცა ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით და სწორედ ეს მაძლევს საფუძველს მომავალ შეხვედრას იმედიანად შევხვდე
- ნახეთ თუ არა ქართველების ჩატარებული შეხვერები ბელორუსთან და ესპანეთთან და რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ჩვენმა გუნდმა?
- ქართველების თამაში ჯერ არ მინახავს, თუმცა ის რომ ესპანეთმა მხოლოდ 86-ე წუთზე შეძლო გოლის გატანა, ბევრ რამეზე მეტყველებს, ვიცი რომ საკმაოდ კარგი გუნდი გყავთ და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დაპირისირება გველის.
- რა მოლოდინი აქვს ფინელ გულშემატკივარს ამ შესარჩევ ციკლში, რა ჩაითვლება წარმატებად თქვენი ნაკრებისთვის?
- გულშემატკივარი ჩვენგან მუდმივად გამარჯვებას ელის. ვფიქრობ, ჯგუფში მესამე ადგილი მშვენიერია შედეგი იქნება, თუმცა საფრანგეთთან თამაშმა დაგვანახა, რომ ჩვენ ძლიერი გუნდების დამარცხებაც შეგვიძლია, ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
- საინტერესო იქნება თქვენი აზრი ირაკლი სირბილაძის შესახებ, ის ერთადერთი ქართველია, ვისაც ფინეთში უთამაშია და ალბათ არც თუ ცუდად?
- ირაკლი ბრწყინვალე ფეხბურთელი და პიროვნებაა. ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს და ჩემი აზრით, ამ სეზონში "ინტერის" საუკეთესო ფეხბურთელია. მოუთმენლად ველი მასთან დაპირისპირებას.
- ორიოდ სიტყვა კლუბის შესახებ, სეზონი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარებს და "ინტერ ტურკუს" ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს...
- წელს კარგი სეზონი გვაქვს, მართალია, ბოლო ტურში მოულოდნელმა მარცხმა მნიშვნელოვანი ქულები დაგვაკარგვინა, თუმცა წინ კიდევ ოთხი ტურია და ჩემპიონობის რეალური შანსს ისევ ვინარჩუნებთ და ვფიქრობ, ჩვენ ამას შევძლებთ
- და ბოლოს, 12 ოქტომბერს გასამართი შეხვედრის ანგარიში?
- 2-1 ფინეთის სასარგებლოდ, ქართველთაგან საპასუხო გოლს სირბილაძე გაიტანს!
შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, 16 ოქტომბერს ჩვენი ეროვნული გუნდი უკვე მინსკში, ბელორუსის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. "ჯვრასონებს", 2 მატჩის შემდეგ, 3 ქულა აქვთ, რომელიც სწორედ ბელორუსთან "დინამო არენაზე" გამართული შეხვედრისას, თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით იქნა მოპოვებული.

წყარო: მალხაზ გედევანიშვილი, Geosports.ge