11:24 PM მეტალურგის მორიგი ახალწვეული – გიორგი ბერიაშვილი | |
![]() რუსთავის „მეტალურგმა" კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. 26 წლის თავდამსხმელმა გიორგი ბერიაშვილმა რუსთავურ კლუბთან დღეს ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გიორგი ბერიაშვილი 2012–2013 წლების სეზონში ქუთაისის „ტორპედოს" ღირსებას იცავდა. ფორვარდი ქუთაისელთა რიგებში ერთ–ერთი საუკეთესო იყო. ტორპედოს გარდა ბერიაშვილი „ვიტ–ჯორჯიაშიც" თამაშობდა. 2010–1011 წლების სეზონის პირველ ნახევარში კი რუსთავის „მეტალურგის" შემაგენლობაში ირიცხებოდა, შემდეგ კი კარიერა აზერბაიჯანის ჩემპიონატში გააგრძელა. წელიწადნახევარი ის თოვუზის „თურანში" გამოდიოდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ბერიაშვილი რუსთაველთა მეოთხე ახალწვეულია. გუნდმა ორი დღის წინ გიორგი ვასაძე, გურამ გურეშიძე და დავით კირკიტაძე დაიმატა. საფეხბურთო კლუბ მეტალურგის პრესსამსახური | |
|
სულ კომენტარები: 0 | |