9:00 AM
"მეტალურგი" შინ "ვიტ ჯორჯიასთან" დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრას რუსთავში, "ფოლადმა" უმასპინძლა. "მეტალურგი" "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდა. მასპინძლები მატჩის ფავორიტად მიიჩნეოდნენ, თუმცა "ვეტერინარებმა" ვიცეჩემპიონს დამსახურებულად მოუგეს. შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებიც და სტუმრებიც პირველივე წუთებიდან ცდილობდნენ სახიფათო მომენტების შექმნას, სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა პირველ ნახევარში გოლი ვერ იხილა. კარისკენ ზუსტად არცერთხელ დაურტყამთ. სტუმრები მეორე ნომრად თამაშობდნენ, კონტრშეტევაზე ცდილობდნენ ვიცეჩემპიონის დაჭერას.

პირველი, მეტ-ნაკლებად სახიფათო დარტყმა სტუმრებმა მე-7 წუთზე განახორციელეს. კონტრშეტევაზე ხურცილავა შეიჭრა რუსთაველთა საჯარიმოში, ჰოსმანმა მოიგერია მისი დარტყმული, კუთხურს სახიფათო არაფერი მოჰყოლია.

ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობა მასპინძლებმა ჩაიგდეს ხელთ, შეტევებს ძირითადად მარცხენა ფლანგიდან ახორციელებდნენ, მაგრამ თბილისელთა დაცვა მათ მოგერიებას ახერხებდა. რუსთაველებმა რამდენჯერმე შორიდან დაარტყეს, თუმცა დაუშვილის კარს საფრთხე არ შექმნია.

38-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულმა ბურთმა რუსთაველები ცოტათი ანერვიულა, რადგან ჩიმაკაძის დარტყმული კარში მდგარ მცველს რომ არ მოხვედროდა, შესაძლოა, ანგარიშიც გახსნილიყო, ჰოსმანმა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ბურთის აღება.

შეხვედრის პირველი ნახევრის მიწურულს მასპინძლებს სტანდარტული მდგომარეობიდან ორჯერ მიეცათ გატანის შანსი, პირველი საჯარიმო დარტყმა სიხარულიძემ ცოცხალ კედელს მოარტყა, მეორე მაისურაძემ ჩააწოდა, მცველებმა კუთხურზე მოიგერიეს, რომელსაც საინტერესო არაფერი მოჰყოლია.

პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა.

მეორე ნახევარი "მეტალურგმა" ცვლილებებით დაიწყო. ჟორჟიკაშვილმა ქავთარაძისა და გეწაძის ნაცვლად მოედანზე თექთურმანიძე და ტატანაშვილი შემოიყვანა. მასპინძლებმა მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან აქტიურად შეუტიეს "ვეტერინარებს". მიუხედავად ამისა, სტუმრები დაცვაში არ ჩამჯდარან, თავსაც იცავდნენ და კონტრშეტევაზე წასვლასაც ახერხებდნენ.

ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევა სტუმრებმა გოლით დააგვირგვინეს. 62-ე წუთზე ხურცილავა გაექცა რუსთაველებს, მარჯვენა ფლანგიდან სწრაფად შეიჭრა მასპინძელთა საჯარიმოში, ჩააწოდა, ჩიმაკაძემ ანგარიში გახსნა 0-1. ზუსტად 7 წუთში ვიცეჩემპიონმა მეორე გოლი მიიღო საკუთარ კარში. ჯერ ჯავაშვილმა დაარტყა ძლიერად შორიდან, ძელმა იხსნა "მეტალურგი", ასხლეტილი ბურთის გატანა გოგიაშვილმა შეძლო, რომელმაც რუსთაველთა უყურადღებობით ისარგებლა - 0-2.

ორი გოლის შემდეგ, რუსთაველები კვლავ ვერ ახერხებდნენ ხეირიანი შეტევების წამოწყებას, "ვიტ ჯორჯია" თავს ძალიან კარგად იცავდა და წინ წასვლასაც ახერხებდა.

შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. კოჭლაშვილის გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულის აღება მოახერხა.

მატჩის შემდეგ:

მერაბ კოჭლაშვილი: "გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში, რომელსაც ასევე გამოცდილი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. ჩვენი მიზანი იყო, როგორმე პირველი ტაიმი უგოლოდ გაგვეძლო. ასევ გამოვიდა. ძნელია ყველა მეოთხე დღეს თამაში. ისეთი კალენდარია, ვისაც ვხვდებით, ყველას გამოტოვებული აქვს თასის თამაში, ამ ფაქტორის გათვალისწინებით ძალიან რთული მატჩი გამოდგა. ვინც გაიტანდა, ის მოიგებდა, გაგვიმართლა კიდეც. ანალოგიური თამაში წავაგეთ "ზესტაფონთან". კმაყოფილი ვარ ჩემი ბიჭების თამაშით. წარმატებებს ვუსუვებ მეტოქეს".

კობა ჟორჟიკაშვილი: "მეტოქემ მეორე ნომრად თამაში არჩია. სწორად გვეთმაშნენ, თავის ნახევარზე ვგვხდებოდნენ, დაცვაში კარგად იდგნენ, ტერტორიულ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ საბოლოო დარტყმამდე მისვლას ვერ ვახერხებდით, გადაცემებში შეცდომები გვქონდა. მეორე ნახევარში გავაძლიერეთ შეტევა, შემოვიყვანეთ თექთურმანიძე და ტატანაშვილი, სამწუხროდ, შედეგს ვერ მივაღწიეთ. დაცვა ჩავარდა, ვერ მოახერხეს შეტევის აღკვეთა და დავისაჯეთ. უყურადღებობის გამო მეორე გოლიც მივიღეთ, რამაც საბოლოოდ შედეგზე იმოქმედა. უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ".

საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატი, მე-8 ტური

რუსთავი, "ფოლადის" სტადიონი

"მეტალურგი" 0-2 "ვიტ ჯორჯია"

გოლები: 62' ჩიმაკაძე, 69' ჯავაშვილი

"მეტალურგი": ჰოსმანი, მახვილაძე, ქავთარაძე (46` თექთურმანიძე), სუხიაშვილი, დობროვოლსკი, მაისურაძე, რაზმაძე (68` განუგრავა), ინწკირველი, მიქაბერიძე, გეწაძე (46`ტატანაშვილი) , სიხარულიძე

სათადარიგო: ბედიაშვილი, თექთურმანიძე, განუგრავა, გიორგი გურეშიძე, ლობჟანიძე, ჯანელიძე, ტატანაშვილი

მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

"ვიტ ჯორჯია": დაუშვილი, გოგიაშვილი, ადამაძე (79`ღიბრაძე), ბეთიაშვილი, ხურცილავა, ჯავაშვილი, კასრაძე (90` ზაქრაძე), ვასაძე, დავლაშელიძე (81` ტეტუნაშვილი), გურამ გურეშიძე, ჩიმაკაძე

სათადარიგო: რეჯია, ტეტუნაშვილი, ღანიაშვილი, ღიბრაძე, კორიფაძე, ზაქრაძე, ელგუჯა ლობჟანიძე

მთავარი მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი

არბიტრი: თემურ ხუჯავა

გიორგი მორჩაძის ფოტო
 

წყარო: მირანდა სურმანიძე, Geosports.ge

ნანახია: 281 | დაამატა: RoM@N | ტეგები: მეტალურგი შინ ვიტ ჯორჯიასთან დამარც | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: