8:29 AM მესიმ ვარჯიში დაიწყო | |
"ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი მალე დაუბრუნდება მოედანს. შეგახსენებთ, რომ მესიმ ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც მეორე ტაიმში შესაცვლელი გახდა. როგორც აღმოჩნდა, ტრავმა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ლეომ დღეს ვარჯიში დაიწყო. თუმცა "ატლეტიკოსთან” სუპერთასის განმეორებით მატჩში, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, ის მონაწილეობას ვერ მიიღებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |